წვნიანი გოგრით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.02
![სომელიე 2 სომელიე 2](/files/2025/02/06/12438/somelie-2_w_h.jpeg)
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 250 გრამი კომბოსტო
🔸 4 ცალი კარტოფილი
🔸 1 თავი ხახვი
🔸 1 ცალი სტაფილო
🔸 1 ცალი ჭარხალი
🔸 200 გრამი გოგრა
🔸 2 კბილი ნიორი
🔸 2,5 ლიტრი წყალი ან ბულიონი
🔸 2 ცალი დაფნის ფოთოლი
🔸 1 კონა კამა, მარილი და სანელებლები – გემოვნებით, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ქვაბში ჩაასხით ბულიონი ან წყალი, დაამატეთ მარილი, სანელებლები და დაფნის ფოთოლი. დადგით ცეცხლზე. როდესაც წყალი ადუღდება, დაამატეთ დაჭრილი კომბოსტო. დაახლოებით 7-10 წუთის შემდეგ, ჩაუმატეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი და ყველაფერი კარგად მოხარშეთ.
ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. მასზე მოათავსეთ გახეხილი სტაფილო და კუბებად დაჭრილი ხახვი. მოშუშეთ ბოსტნეული დარბილებამდე, შემდეგ დაამატეთ გახეხილი ჭარხალი და ყველაფერი ერთად მოშუშეთ. ჩაუმატეთ კუბებად დაჭრილი გოგრა და განაგრძეთ მოშუშვა კიდევ 4-5 წუთი. ტაფაზე მომზადებული ბოსტნეული გადაიტანეთ ქვაბში და გააგრძელეთ წვნიანის ხარშვა, სანამ ყველა ინგრედიენტი არ მოიხარშება. მომზადების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაამატეთ დაჭრილი მწვანილი და დაჭყლეტილი ნიორი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან