კულინარია

წვნიანი ღვეზელი ყველით

№19

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.05, 2023 წელი

წვნიანი ღვეზელი
დაკოპირებულია

გემრიელი ღვეზელის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸200 გრამი ფქვილი

🔸 150 გრამი კარაქი (125 გრამი – ცომში, 2 სადილის კოვზი – შიგთავსში)

🔸 4 კვერცხი (1 კვერცხი – ცომში, 3 – შიგთავსში)

🔸 300 გრამი მწვანე ხახვი

🔸 200 მილილიტრი ნაღები

🔸 150 გრამი მაგარი ყველი

🔸 მეოთხედი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი

🔸 თეთრი პილპილი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ჯერ მოამზადეთ ცომი – თასში მოათავსეთ გაცრილი ფქვილი, ჩაახალეთ კვერცხი, ჩაუმატეთ დაჭრილი, ცივი კარაქი, ცოტა მარილი და მოზილეთ – ხელით კარგად ასრისეთ, რომ ცომი ფხვიერი გამოვიდეს, გაახვიეთ საკვებ ცელოფანში და 1 საათით მაცივარში მოათავსეთ.

მოამზადეთ შიგთავსი: კარგად გარეცხეთ მწვანე ხახვი (შეგიძლიათ პრასი გამოიყენოთ), ცოტა შეაშრეთ და დაჭერით რგოლებად, 10 წუთი მოშუშეთ კარაქში და შემდეგ გააცივეთ. ყველი გახეხეთ, შეურიეთ მოშუშულ ხახვს. დაუმატეთ მარილი, პილპილი და აურიეთ. კარგად ათქვიფეთ კვერცხი და ნაღები. მოაყარეთ მარილი, თეთრი პილპილი, მუსკატის კაკალი და ისევ აურიეთ.

გააცხელეთ აირღუმელი. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან, გააჩერეთ 15-20 წუთი და გააბრტყელეთ. შემდეგ მოათავსეთ მაღალნაპირებიან, მრგვალ ფორმაში (დიამეტრი – 28) და კარგად ჩატკეპნეთ. ძირი ჩანგლით დაუჩხვლიტეთ, შედგით აირღუმელში 10 წუთით. გამოიღეთ და შეავსეთ შიგთავსით, მოასხით ნაღებისა და კვერცხი სოუსი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 30 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი