კულინარია

ცომის კვერები ყველითა და მწვანილით

№42

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.10

ცომის კვერები
დაკოპირებულია

გემრიელი კვერების რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 120 გრამი მაგარი ყველი

🔸 130 გრამი ფქვილი

🔸 50 გრამი ცივი კარაქი

🔸 120 მილილიტრი რძე

🔸 ნახევარი კონა მწვანე ხახვი

🔸 1,5 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი

🔸 მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფქვილი გაცერით, შეურიეთ გამაფხვიერებელი და მარილი, ჩახეხეთ მასში კარაქი და ხელით კარგად ასრისეთ. შემდეგ გახეხეთ ყველი. ცოტა გახეხილი ყველი შემოინახეთ, დანარჩენი ჩაყარეთ ფქვილიან თასში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ხელით ურიეთ და ნელ-ნელა ჩაუმატეთ ცივი რძე. მოზილეთ ცომი, გააბრტყელეთ და ჭიქით ამოჭერით წრეები. დაალაგეთ გამოსაცხობ ქაღალდზე, მოაყარეთ ზემოდან გახეხილი ყველი, გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. მზად რომ იქნება, შეგიძლიათ, გაჭრათ შუაში, წაუსვათ კარაქი და ისიამოვნოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა