ცომის ხვეულა ყველით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.10, 2021 წელი
„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ცომის ხვეულა ყველით.
საჭირო ინგრედიენტები:
ცომი:
🔸 220 მილილიტრი მაწონი ან კეფირი
🔸 2 კვერცხი, 70 გრამი კარაქი
🔸 ნახევარი ჩაის კოვზი სოდა
🔸 ძალიან ცოტა მარილი
🔸 550 გრამი ფქვილი.
შიგთავსი:
🔸 300 გრამი ხორცის ფარში
🔸 120 გრამი ფხვიერი ყველი.
მომზადების წესი 👩🍳
თასში ჩაასხით კეფირი. დაუმატეთ სოდა, კვერცხი, გამდნარი კარაქი, მარილი და ჩაყარეთ ფქვილი. მოზილეთ რბილი ცომი და გაყავით რამდენიმე ნაწილად. თითოეულისგან გააკეთეთ ძეხვის ფორმის გორგალი და გააბრტყელეთ. მოაყარეთ მოშუშული ფარში და დაფხვნილი ყველი. შემდეგ კი გადაახვიეთ. დაჭერით „ბალიშებად“, ნაპირები ლამაზად დაუმუშავეთ და მოხარშეთ მდუღარე, მარილიან წყალში ან შებრაწეთ და ისე მიირთვით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან