კულინარია

ცხვრის ხორცის წვნიანი

№32

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.08, 2023 წელი

ცხვრის ხორცის წვნიანი
დაკოპირებულია

ცხვრის ხორცის გემრიელი წვნიანის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ცხვრის უცხიმო

🔸 რბილი ხორცი

🔸 2 ლიტრი წყალი

🔸 2 ცალი მოზრდილი კარტოფილი

🔸 1 თავი ხახვი, 1 კონა ოხრახუში

🔸 ცოტა ტკბილი წითელი წიწაკა

🔸 მარილი - გემოვნებით.

🔸 წვნიანის „ბურთულებისთვის“ – 150 გრამი კარტოფილი

🔸 70 გრამი ფქვილი

🔸 კვერცხი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ცხვრის ხორცი დაჭერით მომცრო ნაჭრებად, კარგად გარეცხეთ, დაასხით წყალი და მოხარშეთ. რომ ადუღდება, ჩაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ – დაჭრლი მწვანილი და ხარშეთ 1 საათის განმავლობაში. კარტოფილი გათალეთ, დაჭერით, ჩაუმატეთ წვნიანს და ხარშეთ კიდევ 15 წუთი, გადმოდგით და შეინახეთ მაცივარში.

ბურთულებისთვის კარტოფილი მოხარშეთ კანიანად. გააცალეთ კანი, გააკეთეთ მისგან პიურე და დაუმატეთ ცოტა მარილი. შეურიეთ კვერცხი, დაუმატეთ ფქვილი, აურიეთ ძალიან კარგად და მოზილეთ. ცომი გააბრტყელეთ, შემდეგ მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით, დადგით წვნიანი ცეცხლზე და რომ ადუღდება ჩაყარეთ შიგნით ცომის ბურთულები. ხარშეთ 10 წუთი, ბოლოს მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ოხრახუში, ტკბილი, წითელი წიწაკა და მარილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა