კულინარია

ცხვრის ხორცი ღვინისა და მოცვის სოუსით

№28

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.07, 2023 წელი

ცხვრის ხორცი ღვინისა და
მოცვის სოუსით
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 ცხვრის 8 ცალი ნეკნი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი ბეგქონდარა

🔸 1,5 ჩაის კოვზი მშრალი ნიორი

🔸 2 ჩაის კოვზი მარილი.

სოუსისთვის:

🔸 1 სადილის კოვზი კარაქი

🔸 2 კბილი დანაყილი ნიორი

🔸 ნახევარი ჭიქა წითელი ღვინო

🔸 3 სადილის კოვზი მოცვის ჯემი

🔸 ცოტა როზმარინი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ცხვრის ხორცისთვის განკუთვნილი ინგრედიენტები აურიეთ და ხორცის ნაჭრებს კარგად შეაზილეთ. კარაქი გაადნეთ ტაფაზე, დაუმატეთ ნიორი და 1 წუთი შუშეთ. დაასხით ღვინო, შეურიეთ მოცვის ჯემი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. შეანელეთ მარილით, პილპილითა და როზმარინით. ადუღეთ 10 წუთი. ტაფას წაუსვით ზეთი, გაახურეთ, დააწყვეთ ცხვრის ნეკნები და დაბრაწეთ. შემდეგ ტაფიანად შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და შეწვით 7-8 წუთის განმავლობაში. სოუსი მოასხით სუფრაზე მიტანის წინ.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა