ცხვრის ჩაცომილი ყველითა და წიწაკით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 27.09, 2023 წელი

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი ფენოვანი ცომი
🔸 400 გრამი ცხვრის რბილი ხორცი
🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა
🔸 2 კბილი ნიორი
🔸 1 კონა ქინძი
🔸 160 გრამი რბილი ყველი
🔸 1 სადილის კოვზი ზეთი
🔸 მარილი, ორეგანო
🔸 შავი პილპილი და წითელი ცხარე წიწაკა.
მომზადების წესი 👩🍳
ბულგარული წიწაკა გაახვიეთ ფოლგაში და მოათავსეთ აირღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში, გამოიღეთ, გადააცალეთ კანი და მოაშორეთ კურკები. დაჭერით ზოლებად. ხორცი დაჭერით მომცრო ნაჭრებად და მოხრაკეთ ტაფაზე, ცხელ ზეთში, რამდენჯერმე მოურიეთ, დაუმატეთ მარილი, ორეგანო, შავი პილპილი და წითელი ცხარე წიწაკა. ცომი გაალღვეთ ოთახის ტემპერატურამდე. გააბრტყელეთ და ოთხად გაჭერით. ნაჭრები ცოტა კიდევ გააბრტყელეთ, თითოეულის შუაში მოზრდილი კოვზით მოათავსეთ მზა ხორცი, ზემოდან დაალაგეთ ბულგარული წიწაკის ნაჭრები, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ყველის ნაჭრები და გასრესილი ნიორი. შეკარით კონვერტებად, გააჩერეთ 10 წუთი და გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან