კულინარია

„ცხელი“ შაურმა

№13

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.04

ცხელი შაურმა
დაკოპირებულია

გემრიელი შაურმის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 ცალი პომიდორი

🔸 1 ცალი კიტრი

🔸 4 ცალი მჟავე კიტრი

🔸 100 გრამი მაგარი ყველი

🔸 1 ნაჭერი ქათმის ფილე (მოზრდილი)

🔸 200 გრამი სტაფილო კორეულად

🔸 2 ცალი ლავაში

🔸 არაჟანი ნივრით

🔸 კეტჩუპი, მარილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

პომიდორი დაჭერით მომცრო ნაჭრებად. კიტრი, მოხარშული ქათმის ფილე და ყველი გახეხეთ. ლავაში გაშალეთ, წაუსვით არაჟანი და კეტჩუპი, მოაყარეთ ინგრედიენტები და გახეხილი ყველი. ზემოდან დააფარეთ მეორე ლავაში, წაუსვით არაჟნის სოუსი, გადაახვიეთ რულეტად და გაჭერით შუაში, დადეთ გამოსაცხობ ტაფაზე და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში. მიირთვით ცხელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა