კულინარია

ცხელი ბუტერბროდი ფარშით

№47

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 26.11

ცხელი ბუტერბროდი
დაკოპირებულია

გემრიელი ბუტერბროდის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 70 გრამი ხორცის ფარში (ღორისა და საქონლის ხორცი)

🔸 4 ნაჭერი თეთრი პური (ბატონი)

🔸20 გრამი ფხვიერი ყველი

🔸 2 ჩაის კოვზი კეტჩუპი

🔸 1 სადილის კოვზი სოიის სოუსი

🔸 10 გრამი კარაქი, ზეთი

🔸 2 კვერცხი

🔸 მარილი – გემოვნებით

🔸 წვრილად დაჭრილი

🔸 ნახევარი კონა კამა.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოშუშეთ ფარში სულ ცოტა ზეთში, შემდეგ პურის ორ ნაჭერს ძალიან თხელ ფენად წაუსვით კარაქი, მეორე ორ ნაჭერს კი ამოაცალეთ რბილობი. კარაქწასმული პურის ნაჭრები დაალაგეთ ტაფაზე კარაქიანი ზედაპირით ქვემოთ, მეორე მხრიდან წაუსვით ცოტა კეტჩუპი, მოაყარეთ დაფხვნილი ყველი, დაადეთ რბილობამოცლილი ქერქი, ფარშში შეურიეთ სოიის სოუსი, ამ მასით ამოავსეთ ქერქით შემოსაზღვრული სივრცე და ჩაახალეთ კვერცხი, გამოაცხვეთ ცხელ აირღუმელში. გამოიღეთ და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა