კულინარია

ცხარე სალათა

№45

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.11, 2021 წელი

ცხარე სალათა
დაკოპირებულია

სალათის მარტივი რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ქათმის კუჭი

🔸1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 3 კბილი ნიორი

🔸 ორი ტოტი მწვანე ხახვი, 1 ჩაის კოვზი კუნჟუტი, დაფნის ფოთოლი, პილპილი, მარილი.

სოუსი:

🔸 2 სადილის კოვზი სოიის სოუსი

🔸 4 სადილის კოვზი კუნჟუტის ზეთი

🔸 1 სადილის კოვზი თევზის სოუსი

🔸 2 სადილის კოვზი ძმარი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, ცოტა წითელი, ცხარე წიწაკა, 1 ჩაის კოვზი ტკბილი წიწაკა, 1 ჩაის კოვზი კორიანდრი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

კუჭები კარგად გა­ა­რჩიეთ. გარეცხეთ და მოხარშეთ. არო­მა­ტისთვის წყალში ჩააგდეთ დაფნის ფოთო­ლი, შავი პილპილი და ცოტა მარილი. 30-40 წუთში მზად იქნება. კუჭები ოდნავ რომ გაცივდება დაჭერით მომცრო ნაჭრებად.

სტაფილო გახეხეთ. ხახვი დაჭერით წვრილად, ნიორი კი – თხელ ფირფიტებად.

მოამზადეთ სოუსი: ერთმანეთში შეურიეთ სოისა და თევზის სოუსი, დაუმატეთ ძმარი, კუნჟუტის ზეთი, შემდეგ შაქარი, ცხარე წიწაკა, ტკბილი წიწაკა, მარილი, კორიანდრი და აურიეთ ძალიან კარგად.

თასში მოათავსეთ კუჭები, ბოსტნეული და მოასხით სოუსი. აურიეთ ფრთხილად და მოათავსეთ მაცივარში, რომ გემოები კარგად გაუჯდეს. გამოიღეთ და სულ ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და კუნჟუტი.

გემრიელად მიირთვით !

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი