კულინარია

ცხარე ოსპი გოგრის პიურეთი

№46

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 22.11

ცხარე ოსპი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

პიურესთვის – 1 პატარა გოგრა, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 თავი ხახვი, 3 ჩაის კოვზი ძირა, 3 ჩაის კოვზი ყვითელი კოჭა, 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი, 1 ჩაის კოვზი წიწაკა, 1 ჭიქა სოიის რძე, 2 სადილის კოვზი წყალი, მარილი – გემოვნებით. ოსპისთვის – 1 ჭიქა ხმელი ოსპი, 2 ჭიქა წყალი, 1 სადილის კოზი სოიის სოუსი, 1 სადილის კოვზი ზეთი, 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი ხმელი როზმარინი, 1 ჭიქა წყალი, მარილი და წიწაკა – გემოვნებით, ქორფა ქინძის ფოთლები და ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი – გასაფორმებლად.

მომზადების წესი 👩‍🍳

გოგრა დაჭერით და შეწვით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. როცა კარგად დარბილდება, მოაცილეთ ქერქი და დააბლენდერეთ. ხახვი მოშუშეთ ზეთში, დაუმატეთ სანელებლები, დაასხით რძე და რომ წამოდუღდება, გოგრის პიურესთან ერთად, კიდევ ერთხელ დააქუცმაცეთ. საჭიროებისამებრ დაუმატეთ წყალი. შეინახეთ თბილად. თავდახურულ ჭურჭელში, წყალში მოხარშეთ ოსპი. ზეთში მოშუშეთ ხახვი და ნიორი, დაუმატეთ სანელებლები, სოიის სოუსი და მოხარშული ოსპი. გოგრის პიურე და ოსპი ერთად ამოიღეთ თეფშზე. ზემოდან მოაყარეთ ხახვი და ქინძის ფოთლები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა