კულინარია

ცხარე ბეკონი ცომში

№28

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.07, 2023 წელი

ცხარე ბეკონი ცომში
დაკოპირებულია

ბეკონის გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 100 გრამი ბეკონი (სასურველია ინდაურის)

🔸 5 ცალი მწვანე ზეთისხილი

🔸 ცოტა წვრილად დაჭრილი ჩილი

🔸 170 გრამი არაჟანი

🔸 1 კვერცხი

🔸 200 გრამი ფქვილი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი იტალიური სუნელი

🔸 1 ჩაის კოვზი შაქარი

🔸 მესამედი ჩაის კოვზი სოდა

🔸 ზეთი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

არაჟანში შეურიეთ მარილი, შაქარი, კვერცხი, სუნელი, სოდა, დაამატეთ ფქვილი ნაწილ-ნაწილ და ძალიან კარგად აურიეთ. ბეკონი დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, წვრილად დაჭერით ჩილი, ზეთისხილი. და ეს ყველაფერი მოაყარეთ ბეკონის ნაჭრებს. ხელით კარგად აურიეთ და გააჩერეთ 15 წუთი. ბეკონის ნაჭრები სათითაოდ ამოავლეთ ცომში და შეწვით ძალიან ცხელ ზეთში, უგემრიელესია.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა