კულინარია

ცივი წვნიანი თათია სულუაშვილისგან

№36

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 14.09

თათია სულუაშვილის კერძი
დაკოპირებულია

თათია სულუაშვილი საყვარელი კერძის რეცეპტს „თბილისელებს“ უზიარებს 👇

გურმანი ვარ და საჭმელების კეთებაც კარგად გამომდის. ჩემი აზრით, წარმოუდგენელია, ადამიანმა გულით მოინდომო რამე და არ გამოგივიდეს. ზედმეტი წონის დაკლების მიზნით ადრე გულისწამსვლელი დიეტებიც დამიცავს და უამრავი რამ მიცდია, თუმცა, მივხვდი, რომ ჯანსაღი კვებისა და აქტიური ცხოვრების წესის გარდა, სხვა ხერხით ამ პრობლემის მოგვარება არა მარტო რთულია, არამედ, წარმოუდგენელიც. ამიტომ, სწორედ აქტიურობასა და ჯანსაღ პროდუქტზე ვაკეთებ აქცენტს და შედეგსაც მივაღწიე. ახლა კი გასწავლით, სასარგებლო და გემრიელი ცივი წვნიანის მარტივ რეცეპტს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ადვილად გამოუვა.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 ცალი მოხარშული კარტოფილი

🔸 1 ცალი კიტრი

🔸 2 კვერცხი

🔸 100 გრამი ბოლოკი

🔸 200 გრამი მოხარშული უცხიმო ძეხვი

🔸 ნახევარი კონა მწვანე ხახვი

🔸 1 კონა კამა

🔸 1 ჩაის კოვზი მდოგვი

🔸 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 4 სადილისს კოვზი არაჟანი

🔸 3 სადილის კოვზი მაწონი

🔸 მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით და მინერალური წყალი.

მომზადების წესი 👩‍🍳

დაჭერით წვრილად მოხარშული კარტოფილი, კიტრი, მოხარშული კვერცხი, ბოლოკი, მოხარშული უცხიმო ძეხვი და მოათავსეთ ჯამში. დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა, მდოგვი, ლიმონის წვენი, არაჟანი, მაწონი, მინერალური წყალი იმდენი, რომ ძალიან არ გაათხელოთ, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...