წიწიბურასა და ქათმის ფილეს კატლეტები
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.06, 2021 წელი

უგემრიელესი კატლეტები „თბილისელებისგან“:
საჭირო ინგრედიენტები: 4 კვერცხი, 2 თავი ხახვი, 3 კბილი ნიორი, 2 ჭიქა წიწიბურა, 500 გრამი ქათმის ფილე, 1 კონა მწვანე ხახვი, მარილი და პილპილი - გემოვნებით, ზეთი.
მომზადების წესი: წიწიბურა მოხარშეთ, გააგრილეთ და ქათმის ფილესთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაამატეთ მარილი, პილპილი, ნიორი, 1 კვერცხი, მოშუშული ხახვი და კარგად აურიეთ.
დაჭერით 3 ცალი მოხარშული კვერცხი, დაამატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, მარილი და პილპილი. ეს გულსართი ჩაუდეთ ფარშს შუაში, მიეცით კატლეტის ფორმა და შეწვით ზეთში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან