წიწიბურასა და კარტოფილის კატლეტი (სამარხვო)
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.12
გემრიელი სამარხვო კატლეტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 3 ცალი კარტოფილი
🔸 3 სადილის კოვზი წიწიბურა
🔸 მწვანე ხახვი
🔸 ცოტა ნივრის ფხვნილი
🔸 2 სადილის კოვზი გამდნარი სამარხვო კარაქი
🔸 4 სადილის კოვზი ზეთი
🔸 2 სადილის კოვზი დაჭრილი ან დაკონსერვებული ქამა სოკო
🔸 1 სადილის კოვზი ფქვილი
🔸 შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით, საფანელი.
მომზადების წესი 👩🍳
წიწიბურა გარეცხეთ და ცოტა მარილიან წყალში მოხარშეთ. კარტოფილი მოხარშეთ და პიურე გააკეთეთ. მწვანე ხახვი დაჭერით და მოშუშეთ ცხელ ტაფაზე, 1 სადილის კოვზ გამდნარ კარაქში. შემდეგ შეურიეთ მოხარშულ წიწიბურას და კარგად ამოზილეთ, დაუმატეთ ნივრის ფხვნილი, მარილი და შავი პილპილი. ბოლოს შეურიეთ კარტოფილის პიურე და ძალიან კარგად აზილეთ. ამ მასისგან გააკეთეთ ლამაზი კატლეტები, ამოგანგლეთ საფანელში და შეწვით ზეთიან ტაფაზე, ორივე მხრიდან.
მოამზადეთ სოკოს სოუსი: ტაფაზე ერთმანეთში შეურიეთ 1 სადილის კოვზი კარაქი და 1 სადილის კოვზი ფქვილი, ნელ-ნელა შეურიეთ გადადუღებული წყალი, წვრილად დაჭრილი, ან დაბლენდერებული სოკო. წამოადუღეთ, უყავით სულ ცოტა მარილი, შავი პილპილი, ნივრის ფხვნილი და მოასხით კატლეტებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან