კულინარია

წიწიბურასა და ჭარხლის ბურთულები (სამარხვო)

№13

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 07.04

წიწიბურა და ჭარხალი
დაკოპირებულია

გემრიელი სამარხვო კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 150 გრამი წიწიბურა

🔸 75 გრამი ჭარხალი

🔸1, 5 ჩაის კოვზი მდოგვი

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 ცოტა მშრალი კამა

🔸 შავი პილპილი, მარილი

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 საფანელი, 2 სადილის კოვზი ფქვილი

🔸 ნახევარი კონა მწვანე ხახვი.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოხარშული წიწიბურა დააბლენდერეთ, შეურიეთ საშუალოდ მოხარშული და გახეხილი ჭარხალი, დაქუცმაცებული ნიორი, მდოგვი, აურიეთ კარგად, მოაყარეთ ცოტა მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი და ისევ აურიეთ. დაუმატეთ ფქვილი და აზილეთ ძალიან კარგად. სათითაოდ გააბრტყელეთ ხელით, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ცხელ ზეთში ორივე მხრიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა