წიწიბურას წვნიანი ხორცის გუფთებით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.06, 2022 წელი

წიწიბურას წვნიანის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
გუფთებისთვის – 500 გრამი საქონლის ფარში, 100 გრამი ხახვი, 1 კვერცხი, მარილი და შავი პილპილი.
წვნიანი – 2 ლიტრი წყალი, 120 გრამი ხახვი, 120 გრამი სტაფილო, 200 გრამი კარტოფილი, 4 სადილის კოვზი ზეთი, ნახევარი კონა ოხრახუში, მარილი, პილპილი, 3 სადილის კოვზი წიწიბურა.
მომზადების წესი 👩🍳
ფარშში შეურიეთ დაქუცმაცებული ხახვი, ერთი კვერცხი, მარილი, შავი პილპილი და გააკეთეთ 12-15 ცალი ბურთულა.
გაასუფთავეთ და დაჭერით ხახვი, გახეხეთ სტაფილო და გათალეთ კარტოფილი. ხახვი და სტაფილო მოშუშეთ 4 სადილის კოვზ ზეთში.
მდუღარე წყალში ჩაყარეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. დაუმატეთ მოშუშული სტაფილო ხახვით. როგორც კი ადუღდება, ნელ ნელა ჩაყარეთ გუფთები. ხარშვისას მალევე ჩაყარეთ წიწიბურა. კარტოფილი რომ მოიხარშება, თქვენი წვნიანი მზადაა. სულ ბოლოს უყავით მარილი, პილპილი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან