კულინარია
წიწიბურას და ყაბაყის რაგუ (სამარხვო)
№50
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.12
გემრიელი სამარხვო რაგუს რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 შეკვრა წიწიბურა
🔸 200 გრამი ყაბაყი
🔸 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი
🔸 ნახევარი ლიმონის ცედრა
🔸 ნახევარი ქილა მწვანე ბარდა
🔸 75 გრამი სამარხვო მაიონეზი
🔸 1 ჩაის კოვზი ქონდარი
🔸 ზეთი, მარილი, ცოტა პიტნა.
მომზადების წესი 👩🍳
წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოშუშეთ მცირე რაოდენობის ზეთში. დაუმატეთ ქონდარი, ლიმონის ცედრა და კარგად აურიეთ. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ყაბაყი, მწვანე ბარდა, განაგრძეთ მოშუშვა. დროდადრო აურიეთ. შემდეგ ჩაუმატეთ ცალკე მოხარშული წიწიბურა, ცოტა მარილი, დააფარეთ თავსახური და შუშეთ კიდევ 8 წუთი. შემდეგ დაუმატეთ მაიონეზი, ცოტა პიტნა, აურიეთ და მზად არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან