წიწიბურა ქათმითა და ნაღებით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.09, 2024 წელი
წიწიბურას გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 200 გრამი წიწიბურა
🔸 200 მილილიტრი 10%-იანი ნაღები
🔸 ცოტა წითელი, ტკბილი წიწაკა
🔸 2 ნაჭერი ქათმის თეძო და ბარკალი
🔸 100 გრამი მაგარი ყველი
🔸 200 გრამი ქამა სოკო
🔸 1 თავი ხახვი
🔸 მარილი – თქვენი გემოვნებით
🔸 ზეთი – შესაწვავად.
მომზადების წესი 👩🍳
მოხარშეთ წიწიბურა ჩვეულებრივად, სულ ცოტა მარილის დამატებით. სოკო დაჭერით თხელ ფირფიტებად, შებრაწეთ ზეთიან ტაფაზე, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოხრაკეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ წიწიბურას. შემდეგ ეს მასა ცეცხლგამძლე ფორმაში გადაიტანეთ და ზედაპირი კარგად მოუსწორეთ. ქათმის თეძო და ბარკალი კარგად გარეცხეთ, შეამშრალეთ, წაუსვით მარილი და წითელი, ტკბილი წიწაკა და ზემოდან დაალაგეთ წიწიბურას. მოასხით ნაღები, მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ აირღუმელში 200 გრადუსზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან