კულინარია

წიწიბურა ქათმით ნაღებში

№38

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.09

წიწიბურა
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 100 გრამი წიწიბურა

🔸 200 მილილიტრი 10%-იანი ნაღები

🔸 2 ცალი ქათმის ბარკალი

🔸 100 გრამი მაგარი ყველი

🔸 200 გრამი ქამა სოკო

🔸 1 თავი ხახვი

🔸 მარილი

🔸 ტკბილი პაპრიკა – გემოვნებით

🔸 მცენარეული ზეთი – შესაწვავად.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოხარშეთ წიწიბურა. სოკო გარეცხეთ, დაჭერით თხელ ფირფიტებად და შეწვით მცენარეულ ზეთში ხახვთან ერთად. აურიეთ წიწიბურა სოკოსთან და გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. ქათმის ბარკლები გარეცხეთ, შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და კარგად შეაზავეთ მარილითა და ტკბილი პაპრიკით. ბარკლები ჩადეთ წიწიბურაში ისე, რომ ნაწილობრივ ჩაიფლოს. დაასხით ნაღები და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი. გამოაცხვეთ 200°C-მდე გახურებულ ღუმელში ოქროსფერი ქერქის მიღებამდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა