კულინარია

წიწიბურა ჭარხლით (სამარხვო)

№12

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 27.03

წიწიბურა ჭარხლით
დაკოპირებულია

მარტივი და გემრიელი სამარხვო კერძის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 150 გრამი წიწიბურა

🔸 75 გრამი მოხარშული ჭარხალი, ცოტა მდოგვი

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი მშრალი კამა და ორეგანო

🔸 შავი პილპილი, მარილი

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 საფანელი, 2 სადილის კოვზი ფქვილი

🔸 ცოტა მწვანე ხახვი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოხარშული წიწიბურა დააბლენდერეთ, შეურიეთ მოხარშული და გახეხილი ჭარხალი, დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი, მდოგვი, მარილი, პილპილი, აურიეთ კარგად, ჩაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, შეურიეთ გაცრილი ფქვილი, აურიეთ ძალიან კარგად, გააკეთეთ ამ ფარშისგან კატლეტები, ამოგანგლეთ საფანელში, შეწვით ორივე მხრიდან ზეთში, გადმოიღეთ ლანგარზე და მოაყარეთ მწვანილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი