კულინარია

წითელი კომბოსტოს კრემ-სუპი

№42

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 26.10

კომბოსტოს სუპი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 1 ლიტრი ბოსტნეულის ბულიონი

🔸 1 კილოგრამი წითელი კომბოსტო

🔸 4 ცალი კარტოფილი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 თითო-თითო მწიკვი მშრალი წიწაკა ჩილი

🔸 მუსკატის კაკალი და დარიჩინი

🔸 შავი პილპილი და მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

წვრილად დაჭერით ნიორი და ხახვი და მოშუშეთ შეწითლებამდე. შემდეგ, ჩაასხით რამდენიმე სადილის კოვზი ბულიონი და ადუღეთ დარბილებამდე. დაუმატეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი და წვრილად დაჭრილი კომბოსტო. ჩაასხით დარჩენილი ბულიონი და ხარშეთ თავდახურული საშუალო ცეცხლზე 25 წუთის განმავლობაში. მომზადებამდე 5 წუთით ადრე მოაყარეთ ყველა სანელებელი. ბულიონის უმეტესი ნაწილი გადაწურეთ, ბოსტნეული დააბლენდერეთ და დაამატეთ ბულიონი სასურველ კონსისტენციამდე. თეფშზე გადმოღებული მორთეთ ბროკოლით და დაჭრილი კომბოსტოთი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა