კულინარია

ტორტილია ყველითა და პომიდვრით

№46

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.11, 2023 წელი

ტორტილია ყველითა და
პომიდვრით
დაკოპირებულია

გემრიელი ტორტილიას რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 კვერცხი

🔸 3 ნაჭერი მდნარი ყველი

🔸 1 ცალი პომიდორი

🔸 ნახევარი კონა კამა

🔸 2 ცალი ლავაში

🔸 20 გრამი მაგარი ყველი

🔸 1 სადილის კოვზი ზეთი

🔸 ცოტ-ცოტა მარილი

🔸 შავი პილპილი და ხმელი სუნელი.

მომზადების წესი👩‍🍳

მდნარი ყველის სამკუთხედები გაჭერით შუაში. პომიდორი დაჭერით ჯერ მრგვალ ფირფიტებად და მერე თითოეული ნაჭერი – შუაში. თასში ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და შავ პილპილთან ერთად, დაასხით ცხელ, ზეთიან ტაფაზე, წრეზე კი მონაცვლეობით დაალაგეთ პომიდორი და ყველი, შუაშიც ჩაუდეთ პომიდორი, მოაყარეთ ძალიან წვრილად დაჭრილი კამა, ხმელი სუნელი, ზემოდან დააფარეთ ტაფის ზომაზე მრგვალად გამოჭრილი ლავაში და დადგით დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადმოაბრუნეთ და მეორე მხრიდანაც შეწვით. მოაყარეთ გახეხილი ყველი, დააფარეთ მეორე ასეთივე ზომაზე გამოჭრილი ლავაში, ისევ გადააბრუნეთ და შეწვით, 5 წუთში მზადაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული