კულინარია

ტორტი – ნაყინი კენკრის პიურეთი

№36

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.09

ნაყინის ტორტი
დაკოპირებულია

გემრიელი ნაყინის დესერტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 450 გრამი ნაღები

🔸 5 კვერცხის გული

🔸 50 გრამი შაქარი

🔸 70 გრამი შაქრის პუდრა

🔸 150 გრამი კენკრის პიურე

🔸 50 გრამი გაყინული ისპანახი

🔸 1 შეკვრა პიტნა

🔸 20 გრამი სახამებელი

🔸 20 გრამი შავი შოკოლადი (გახეხილი)

🔸 2 კოვზი ნაყინი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ჯერ ცალ-ცალკე მოამზადეთ ისპანახისა და კენკრის პიურე (ნებისმიერი კენკრა გამოგადგებათ) და გააცივეთ მაცივარში.

თასში ჩაყარეთ შაქარი, სახამებელი, დაუმატეთ კვერცხის გული და ათქვიფეთ ძალიან კარგად. ჩაუმატეთ 450 გრამი 10%-იანი ნაღები და ნელა აურიეთ. დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, ნელი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე და მაშინვე გადმოდგით. დააფარეთ საკვები ცელოფანი და აცალეთ ბოლომდე გაცივდეს. ძალიან კარგად ათქვიფეთ წინასწარ კარგად გაცივებული 500 მილილიტრი ნაღები, შეურიეთ შაქრის პუდრა და განაგრძეთ თქვიფა. ჩაუმატეთ გაცივებული კრემი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.

გარეცხილი პიტნა ჩაუშვით მდუღარე წყალში 15 წამის განმავლობაში, შეაშრეთ ქაღალდის ხელსახოცით, გადაიტანეთ ბლენდერში, დაუმატეთ 2 სადილის კოვზი ნაყინი, პიტნის პიურე და დააბლენდერეთ. ნაღებიანი კრემი გაყავით ორ ნაწილად, ერთი შეურიეთ პიტნისა და ისპანახის მასას, ამოურიეთ.

მეორე ნაწილი კიდევ გაყავით 1-3-თან პროპორციით. მცირე ნაწილი დატოვეთ თეთრად, დანარჩენს კი შეურიეთ კენკრის პიურე, აურიეთ კარგად, ყველა თასი მოათავსეთ მაცივარში 3-4 საათით, ამ პერიოდში უნდა გამოიღოთ და რამდენჯერმე ათქვიფოთ, აიღეთ 20 სანტიმეტრი დიამეტრის ფორმა, ჩააფინეთ მასში გამოსაცხობი პერგამენტი, შიგნით სივრცეები გამოყავით საკონდიტრო პლასტიკებით, შემდეგ ეს სივრცეები შეავსეთ თქვენი სხვადასხვა ფერის მასით, რამდენიმე ადგილას მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი, გაყინეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან, მოაშორეთ ბარიერები და დაჭერით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა