კულინარია

ტორტი მარწყვითა და ნაყინით

№24

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.06, 2023 წელი

ტორტი
დაკოპირებულია

მარწყვის გემრიელი ტორტის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ვანილის ნაყინი

🔸 650 გრამი მარწყვი

🔸 500 გრამი რიკოტა

🔸 200 გრამი ნაღები

🔸 6 სადილის კოვზი შაქარი

🔸 40 გრამი ჟელატინი

🔸 200 მილილიტრი წყალი

🔸 250 გრამი შვრიის ორცხობილა

🔸 2 სადილის კოვზი კაკაო

🔸 50 გრამი კარაქი

🔸 1 სადილის კოვზი არაჟანი.

მომზადების წესი 👩‍🍳

გაარჩიეთ და მოამზადეთ მარწყვი. შვრიის ორცხობილა დაამტვრიეთ და დააბლენდერეთ, შეურიეთ გამდნარი კარაქი, არაჟანი და კარგად აურიეთ. ეს მასა თანაბრად ჩატკეპნეთ მრგვალ ფორმაში (დიამეტრით – 22 სანტიმეტრი). ნაღები და შაქარი ათქვიფეთ, შეურიეთ წყლის აბაზანაზე გამდნარი ჟელატინი. მოზრდილ თასში ერთმანეთში შეურიეთ 250 გრამი დარბილებული ნაყინი, რიკოტა, ჟელატინიანი ნაღები, ათქვიფეთ ძალიან კარგად, დაასხით ტორტს, მოუსწორეთ ზედაპირი და ჟელატინი რომ გამაგრდეს, მოათავსეთ მაცივარში. მარწყვი დააბლენდერეთ, მიღებული პიურე გაყავით ორ ნაწილად, 100 მილილიტრ წყალში გახსენით 1 სადილის კოვზი შაქარი, ასევე, 10 გრამი ჟელატინი და შეურიეთ მარწყვის პიურეს მხოლოდ ერთ ნაწილში. მაცივრიდან გამოიღეთ ტორტი, წაუსვით მიღებული მასა და ისევ მაცივარში მოათავსეთ. ბოლოს წაუსვამთ ნაყინში შერეულ რიკოტას, ზემოდან – მარწყვის დარჩენილ პიურეს და ისევ მაცივარში მოათავსებთ. შეგიძლიათ, მთლიანი მარწყვებითაც მორთოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი