კულინარია

ტორტი ქოქოსის კრემითა და ჟოლოთი

№47

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

ტორტი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 24 ცალი ბისკვიტის ტიპის უბრალო ნამცხვარი

🔸 150 მილილიტრი პასტერიზებული რძე (დასალბობად)

🔸 250 მილილიტრი 33%-იანი ნაღები

🔸 130 გრამი ქოქოსის თხელი ფანტელები (100 გრამი – კრემისთვის, 30 გრამი – მოსაყრელად)

🔸 3 სადილის კოვზი შაქრის პუდრა (2 სადილის კოვზი – კრემისთვის, 1 სადილის კრემი – ჯემისთვის)

🔸 350 გრამი ჟოლო (+ მოსართავად)

🔸 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1 სადილის კოვზი წყალი – ჯემისთვის

🔸 პიტნის ფოთლები – მოსართავად.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოამზადეთ ჟოლოს ჯემი – თასში ჩაყარეთ ჟოლო, დაასხით წყალი და ლიმონის წვენი. მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, ხარშეთ 20 წუთი და გაატარეთ საწურში. ამ მასაში შეურიეთ შაქრის პუდრა და გააცივეთ.

კრემი: გაცივებული ნაღები ძალიან კარგად ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან ერთად, როდესაც გამკვრივდება, შეურიეთ ქოქოსის ფანტელი.

ტორტის აწყობა: ნამცხვრები სწრაფად ამოავლეთ რძეში და ჩაალაგეთ ფორმაში. წაუსვით ქოქოსის კრემი. ზემოდან მოალაგეთ ნამცხვრების მეორე ფენა და ცოტა კრემი. ზემოდან გადაანაწილეთ ჟოლოს ჯემი და დააფარეთ მესამე ფენა.

მორთვა: ტორტს გადაუსვით კრემი, მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები, ჟოლო და მორთეთ პიტნის ფოთლებით. მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი