კულინარია

ტორტი „კლასიკური“ ბეზეთი

№37

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.09, 2023 წელი

ტორტი
დაკოპირებულია

გემრიელი ტორტის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

ბისკვიტი – 100 გრამი კარაქი, 120 გრამი ყავისფერი შაქარი, 4 კვერცხის გული, 3 სადილის კოვზი რძე, 160 გრამი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, 80 გრამი ნუში.

ბეზე – 4 კვერცხის ცილა, 200 გრამი ყავისფერი შაქარი, მარილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე. სათითაოდ დაუმატეთ კვერცხის გულები, ჩაასხით თბილი რძე, შემდეგ ფქვილი და გამაფხვიერებელი და კარგად აურიეთ. ჩაასხით ცომი ფორმაში (ზომით – 20X30) და სველი ხელით ზედაპირი კარგად მოუსწორეთ. მაცივარში გააცივეთ კვერცხის ცილა, ათქვიფეთ ძალიან ცოტა მარილთან ერთად, შეურიეთ ყავისფერი შაქარი და განაგრძეთ თქვეფა. რომ გასქელდება, საკონდოტრო ტომრით ბისკვიტზე დასვით ყვავილები, მჭიდროდ, ისე, რომ თავისუფალი ადგილი არ დარჩეს. მოაყარეთ გახეხილი ან ფირფიტებად დაჭრილი ნუში და გამოაცხვეთ 175 გრადუსზე, 30 წუთის განმავლობაში. პელმენი სოუსით

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა