კულინარია

ტორტი ხაჭოს ჟელეთი

№26

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.07

დესერტი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 ცალი ბისკვიტი

🔸 500 გრამი ხაჭო

🔸 500 გრამი ნაღები

🔸 100 გრამი შაქარი

🔸 1/3 ჩაის კოვზი ვანილი

🔸 ნებისმიერი ხილი

🔸 1 შეკვრა ჟელატინი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბისკვიტი (შეგიძლიათ, მზა შეიძინოთ, შეგიძლიათ, თავად გამოაცხოთ) შუაში გაჭერით და ხილის წვენით დანამეთ. მიქსერით ძალიან კარგად ათქვიფეთ ნაღები, შეურიეთ შაქარი და ვანილი. ხაჭო ჯერ თუშფალანგზე დაწურეთ, შემდეგ კარგად ასრისეთ და ათქვიფეთ ნაღებთან ერთად,

მოამზადეთ ჟელატინი, შეურიეთ ხაჭოს მასას, აურიეთ და ააწყვეთ ტორტი: ცოტა წაუსვით შუაში, შეაერთეთ. ორი მესამედი წაუსვით ზემოდან და მორთეთ სხვადასხვა ხილით. მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათით და მზად არის.

შეგიძლიათ, ბისკვიტის ორივე ნაწილი კარგად დანამოთ, ერთი დაადეთ მეორეს, გვერდები კრემით გაულამაზეთ და ისე მორთეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა