ტორტი ატმით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00
გემრიელი დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
ბისკვიტი – 90 გრამი ფქვილი, 1 კვერცხი, 25 გრამი ცივი კარაქი, 1 სადილის კოვზი შაქარი, ცოტა მარილი, ცომის გამაფხვიერებელი. კრემი: 600 მილილიტრი რძე, 4 კვერცხი, 150 გრამი შაქარი, 110 გრამი კარაქი, 60 გრამი ფქვილი, 10 ცალი ატამი.
მომზადების წესი 👩🍳
დააბლენდერეთ ბისკვიტის ყველა ინგრედიენტი. ცომი მოზილეთ, შეახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით.
რძე აადუღეთ და ჩაუმატეთ კარაქი. კვერცხის გულს შეურიეთ შაქრის სრული რაოდენობის ნახევარი და ფქვილი. კარგად ათქვიფეთ; ნელ-ნელა შეურიეთ ცოტა რძე, კარგად გახსენით და შემდეგ დაასხით რძე მთლიანად. დადგით ცეცხლზე და ნელი მორევით წამოადუღეთ, შეფუთეთ, რომ სითბო შეინარჩუნოს, მრგვალ ფორმაში (მაქსიმუმ, 21 სანტიმეტრის დიამეტრით) ჩააფინეთ პერგამენტი. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, ხელით გააბრტყელეთ და შეავსეთ ფორმა. მოათავსეთ აირღუმელში 170 გრადუსზე 7 წუთით, გამოიღეთ და გააცივეთ.
ბისკვიტის ზედაპირზე დაალაგეთ მოზრდილ ნაჭრებად დაჭრილი ატამი. კვერცხის ცილისა და შაქრისგან მოამზადეთ ბეზე და ნელ-ნელა შეურიეთ კრემს. მზა კრემი წაუსვით ნამცხვარს და ზედაპირი მოუსწორეთ. მოათავსეთ 160 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში, ზუსტად 35 წუთით. გააცივეთ და მიირთვით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან