კულინარია

ტომატში ჩაშუშული საქონლის ხორცი მჟავე კიტრით

№18

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 14.05, 2023 წელი

ჩაშუშული საქონლის ხორცი
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ, ტომატში ჩაშუშული საქონლის ხორცი მჟავე კიტრით.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 600 გრამი საქონლის ხორცი

🔸 3 თავი ხახვი

🔸 7 ცალი მჟავე კიტრი

🔸 2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა

🔸 1 კონა ოხრახუში

🔸 1 ლიტრი წყალი

🔸 3 ცალი კარტოფილი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

საქონლის ხორცი დაჭერით კუბებად, ხახვი და მჟავე კიტრი – წვრილად. მსხვილად დაჭერით კარტოფილი. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოშუშეთ ხორცი მაღალ ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაუმატეთ ხახვი, დაუწიეთ ცეცხლს და განაგრძეთ მოშუშვა. შემდეგ დაასხით 3 ჭიქა ცხელი წყალი, დააფარეთ თავსახური და შუშეთ ხორცის დარბილებამდე, დაუმატეთ 1 ჭიქა წყალში გახსნილი ტომატ-პასტა, წამოადუღეთ და დაუმატეთ მჟავე კიტრი, მარილი და პილპილი. ბოლოს მოაყარეთ მწვანილი და გადმოდგით ცეცხლიდან. კერძის მზადების პარალელურად, ზეთში შეწვით კარტოფილი და ჩაშუშული ხორცი შემწვარ კარტოფილთან ერთად მიირთვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა