კულინარია

ტომატში ჩაშუშული ქათმის ფილე სულგუნით ელენე ფოჩხუასგან

№45

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.11, 2022 წელი

ელენე ფოჩხუას კერძი
დაკოპირებულია

ელენე ფოჩხუა საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇

როგორც ამბობენ, საკმაოდ გემრიელი ხელი მაქვს. ნებისმიერ კერძს ვამზადებ და ყველაფერი კარგად გამომდის. შეუძლებელია, მეგრელ ქალს ცუდი საჭმელი გამოუვიდეს (იცინის). ზოგადად, გურმანიც ვარ და მიყვარს კერძში გემოების „თამაში“, თუმცა, ამ ბოლო დროს, ვერიდები ზედმეტად ცხიმიან საკვებს და ცომეულს, რომ ფორმაში ვიყო. ზოგადად, მიმაჩნია, რომ თუ მოინდომა ქალმა, აუცილებლად ისწავლის და ყველა სახის კულინარიული ნაწარმი გამოუვა – საჭმელი იქნება ეს, ტკბილეული თუ დესერტები. შემიძლია შემოგთავაზოთ, უგემრიელესი კერძი – ტომატში ჩაშუშული ქათმის ფილე, მეგრული სულგუნით.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸4 ნაჭერი ქათმის ფილე

🔸 4 დიდი სულგუნის ნაჭერი

🔸200 გრამი ტომატის პიურე

🔸 50 მილილიტრი ძმარი ბალზამიკო

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 ცოტა ხმელი ბაზილიკი

🔸 დაღერღილი წითელი წიწაკა და შაშკვლავი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დაალაგეთ ქათმის ფილეები, მოაყარეთ მარილი და პილპილი და შეწვით ორივე მხრიდან. მზა ფილეები გადმოიღეთ თეფშზე. დარჩენილ ცხიმში კი მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, დაუმატეთ ბალზამიკო, ტომატის პიურე, შაშკვლავი, დაღერღილი წითელი წიწაკა და შუშეთ დაბალ ცეცხლზე. 10 წუთის შემდეგ ჩააწყვეთ მასში ფილეები, ზემოდან მოალაგეთ სულგუნის ნაჭრები და მოშუშეთ თავდახურულ ტაფაში 5-7 წუთის განმავლობაში. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ბაზილიკი და პილპილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა