ტოლმა ტომატის სოუსში
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 14.06, 2023 წელი

გემრიელი ტოლმის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 ნახევარი ჭიქა ბრინჯი
🔸1 ჭიქა წყალი
🔸 500 გრამი ძროხის ხორცის ფარში
🔸 8 ფოთოლი კომბოსტო
🔸 1 კვერცხი, მარილი
🔸 600 გრამი პომიდვრის წვენი
🔸 1 ჩაის კოვზი სახამებელი
🔸 2 ცალი სტაფილო
🔸 2 თავი ხახვი
🔸 2 სადილის კოვზი ზეთი
🔸 რამდენიმე ცალი პომიდორი საკუთარ წვენში
🔸 2 სადილის კოვზი არაჟანი
🔸 ცოტა ხმელი სუნელი.
მომზადების წესი 👩🍳
მოხარშეთ ბრინჯი, სანამ ბრინჯი იხარშება, კომბოსტოს ფოთლები ორი წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში, ამოიღეთ და დაწურეთ. ხახვი დაჭერით ნახევარ- რგოლებად, სტაფილო გახეხეთ, მოშუშეთ ხახვი და სტაფილო ცხელ, ზეთიან ტაფაზე. ფარშში შეურიეთ ბრინჯი, კვერცხი, დაჭრილი პომიდორი საკუთარ წვენში, ხმელი სუნელი, მარილი – გემოვნებით და კარგად აურიეთ. გაშალეთ კომბოსტოს ფოთლები, სათითაოდ დადეთ მასზე ფარში და შეახვიეთ ტოლმა, ცოტა ხანი მოათავსეთ ცხელ აირღუმელში, შემდეგ გამოიღეთ და ჩაალაგეთ ქვაბში. ცალკე 100 მილილიტრ ტომატში გახსენით სახამებელი და შემდეგ შეურიეთ დანარჩენ ტომატს. დაასხით ტოლმას, დადგით დაბალ ცეცხლზე და 20-25 წუთის შემდეგ მზად იქნება.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან