კულინარია

ტოლმა არაჟნისა და პომიდვრის სოუსით

№4

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.02, 2023 წელი

ტოლმა არაჟნისა და
პომიდვრის სოუსით
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ტოლმა არაჟნისა და პომიდვრის სოუსით.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 700 გრამი შერეული ფარში

🔸 1 კომბოსტო

🔸 400 გრამი კონსერვირებული პომიდორი

🔸 200 გრამი არაჟანი

🔸 1 ჭიქა ბრინჯი

🔸 1 კონა ოხრახუში

🔸 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა

🔸 2 სტაფილო

🔸 3 ხახვი, ზეითუნის ზეთი

🔸 150 მილილიტრი მდუღარე წყალი

🔸 მარილი და დაფქული შავი პილპილი - გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

დაასხით ცხელი წყალი ბრინჯს, გააჩერეთ 10 წუთით. შემდეგ, გაწურეთ და გააგრილეთ. დაჭერით ხახვი და ბულგარული წიწაკა პატარა კუბიკებად, გახეხეთ სტაფილო. გაახურეთ ზეთი დიდ ქვაბში და მოთუშეთ ხახვი, სანამ არ დარბილდება. დაამატეთ სტაფილო და დააყოვნეთ კიდევ 10 წუთით. ბოსტნეულის ნახევარი მოათავსეთ ბრინჯის თასში. ქვაბში კი დაამატეთ ბულგარული წიწაკა, დაჭრილი პომიდორი, მარილი, პილპილი და მიიყვანეთ ადუღებამდე, გააჩერეთ 5 წუთით. ფარშს შეურიეთ ხახვი, მოთუშული ბოსტნეულის დარჩენილი ნაწილი, ბრინჯი, ოხრახუში, მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ. კომბოსტოს დაასხით მდუღარე წყალი და ხარშეთ 5-7 წუთის განმავლობაში. გადაიტანეთ საწურზე და დაელოდეთ სანამ ბოლომდე კარგად არ გაიწურება. ფოთლები ფრთხილად მოხსენით. ხორცი მოათავსეთ კომბოსტოს ფურცლების ცენტრში და შეახვიეთ. გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეითუნის ზეთი და საშუალო ცეცხლზე კომბოსტოს რულონები შეწვით მანამ, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს ორივე მხრიდან. სოუსი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ არაჟანი და დაასხით 150 მილილიტრი მდუღარე წყალი. ჩაყარეთ კომბოსტოს რულეტები სოუსში და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 45 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი