ტკბილი ღვეზელი შოკოლადის კრემით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.02, 2022 წელი

გემრიელი ღვეზელის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
ცომი – 350 გრამი ფქვილი, 2 კვერცხი, ნახევარი ჩაის კოვზი ვანილი, 150 გრამი შაქარი, 60 გრამი კარაქი, 60 გრამი არაჟანი, 10 გრამი ცომის გამაფხვიერებელი, ცოტა მარილი.
დამატებით – ერთი მუჭი ნუში, ჭარხალი, სტაფილო, შაქარი, შოკოლადის კრემი.
მომზადების წესი 👩🍳
თასში მოათავსეთ 2 კვერცხი, დაუმატეთ 150 გრამი შაქარი და ათქვიფეთ ძალიან კარგად. შეურიეთ 60 გრამი არაჟანი და კიდევ კარგად ათქვიფეთ. კარაქი დაარბილეთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ გაადნეთ. გააცივეთ და შეურიეთ კვერცხიან მასას. ათქვიფეთ კარგად. გაცრილ ფქვილს შეურიეთ ცომის გამაფხვიერებელი, ვანილი, მარილი და აურიეთ ძალიან კარგად. შემდეგ ეს ნაზავი შეურიეთ კვერცხიან-კარაქიან მასას და მოზილეთ ცომი. დააფარეთ საკვები ცელოფანი და გააჩერეთ მინიმუმ 20 წუთი. ამ ცომისგან გააკეთეთ კაკალზე ცოტა დიდი ბურთულები. გამოსაცხობ დაფაზე დააფინეთ პერგამენტი. წაუსვით ცხიმი, აალაგეთ მასზე ნამცხვარი და თითოეული თითით ჩააღრმავეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. ჩაღრმავებულში ჩადეთ სათითაოდ მოხალული ნუში და შოკოლადის კრემი.
შოკოლადის კრემი მოამზადეთ სტანდარტული რეცეპტით. ამოავსეთ თქვენი ნამცხვარი და შეაერთეთ.
თუ გინდათ, ვიზუალიც გამორჩეული ჰქონდეს. გასწავლით მარტივ საშუალებას. გახეხეთ ჭარხალი და ცოტა სტაფილო და გამოწურეთ დოლბანდით. ჩაასხით თასში. ცალკე თასში გქონდეთ ცოტა შაქარი. ნამცხვარი შეაფერადეთ ჭარხლისა და სტაფილოს წვენით. ამოგანგლეთ შაქარში და გააშრეთ. ლამაზი ატამი-ნამცხვარი მზად არის. გააფორმეთ მწვანე ფოთლებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან