ტკბილი ღვეზელი მოცვით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 26.10
გემრიელი დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
ცომი – 350 გრამი ფქვილი, 1 შეკვრა ცომის გამაფხვიერებელი, 100 გრამი შაქარი, 20 გრამი ვანილი, 250 გრამი იოგურტი, 2 კვერცხი.
შიგთავსი: 500 გრამი ხაჭო, 3 კვერცხი, 75 გრამი შაქარი, ცოტა მარილი.
მოსაყრელი: 100 გრამი შაქარი, 100 გრამი ფქვილი, 100 გრამი კარაქი, 200 გრამი მოცვი, 3 სადილის კოვზი შაქრის პუდრი, პიტნის ფოთლები.
მომზადების წესი 👩🍳
თასში ჩაყარეთ ფქვილი და ცომის გამაფხვიერებელი. დაუმატეთ შაქარი და ვანილი. აურიეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ იოგურტი, კვერცხი და აურიეთ ძალიან კარგად, 25X35 სანტიმეტრის დიამეტრის ფორმას წაუსვით კარაქი, ჩააფინეთ გამოსაცხობი ქაღალდი და ჩაასხით ცომი.
კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. ცილა ძალიან კარგად ათქვიფეთ, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი. ხაჭოში შეურიეთ კვერცხის გული, შემდეგ კი ნელ-ნელა – ათქვეფილი ცილა, უყავით მარილი.
ცალკე თასში მოამზადეთ მოსაყრელი – ფქვილი, შაქარი, კარაქი ხელით კარგად ასრისეთ. ცომის ზედაპირზე მოასხით ხაჭოიანი მუსი და მოაყარეთ მოსაყრელი. ასევე, მოაყარეთ მოცვიც და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 35-40 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ და რომ გაგრილდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა. მორთეთ პიტნის ფოთლებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან