თევზისა და სოკოს „სტეიკები“
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 11.08

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 300 გრამი თევზის ფარში
🔸 200 გრამი თეთრი ქამა სოკო
🔸 2 კვერცხი – 1 მოხარშული, 1 უმი
🔸 1 თავი ხახვი
🔸10 ცალი კარტოფილი
🔸 2 სადილის კოვზი ფქვილი
🔸 ზეთი, მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი 👩🍳
თევზის ფარშში შევურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. სოკო ჯერ მოხარშეთ, შემდეგ წვრილად დაჭერით და შეურიეთ ფარშში, უყავით მარილი და პილპილი, შემდეგ გადმოიტანეთ ცხელ ტაფაზე, დაასხით სულ ცოტა ზეთი და მოშუშეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ მოხარშული და დაქუცმაცებული კვერცხი. კარტოფილი გათალეთ, გახეხეთ, გაწურეთ, დაუმატეთ ფქვილი, კვერცხი, ცოტა მარილი და შავი პილპილი და აურიეთ ძალიან კარგად. გააკეთეთ საშუალო ზომის გუნდები, კოვზით დაადეთ თევზის ფარში, ზემოდან ცოტა კარტოფილის ცომიც დაამატეთ, შეკარით კარგად, გააბრტყელეთ და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან. მიირთვით არაჟანთან ერთად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან