კულინარია

თევზის წვნიანი ფინურად

№45

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.11, 2021 წელი

თევზის წვნიანი ფინურად
დაკოპირებულია

გემრიელი თევზის წვნიანის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ორაგულის ფილე

🔸 1 ლიტრი წყალი

🔸 1 ცალი სტაფილო, ორი მოზრდილი ნიახურის ძირი

🔸 50 გრამი კარაქი, 1 სადილის კოვზი ზეთი

🔸 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 5 ცალი სურნელოვანი პილპილი

🔸3 ცალი კარტოფილი, 1 თავი ხახვი

🔸 1 სადილის კოვზი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი მარილი, პილპილი

🔸 250 მილილიტრი ნაღები.

მომზადების წესი 👩‍🍳

თავდაპირველად მოხარშეთ კარგად გასუფთავებული და გარეცხილი თევზი – დაასხით ცივი წყალი, ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი და დადგით საშუალო სიძლიერის ცეცხლზე. დაუმატეთ ნახევარი თავი ხახვი და მრგვალი, სურნელოვანი პილპილი. ხარშვისას წარმოქმნილი ქაფი მოაშორეთ. ამოიღეთ მოხარშული თევზის ფილეს ნაჭრები და ცალკე მოათავსეთ.

ნიახურის ძირები, სტაფილო, კარტოფილი, ნახევარი ხახვი დაჭერით კუბიკებად. ერთი კარტოფილი კი დაუჭ­რელად შეინახეთ.

ქვაბში ჩაასხით და გააცხელეთ ზეთი, ჩააგდეთ მასში კარაქი და მოშუშეთ ბოსტნეული. ბულიონი სუფთად გადაწურეთ, დაასხით ბოსტნეულს და ჩააგდეთ მასში კარტოფილიც. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება. აი, მაშინ დაუჭრელი კარტოფილი ჩანგლით კარგად ჩასრისეთ. ჩაუმატეთ თევზის ფილე, მარილი და პილპილი. წვნიანის შესასქელებლად ნაღებში კარგად გახსენით ფქვილი და ნელი მორევით შეურიეთ წვნიანს, მიიყვანეთ ადუღებამდე და 10-12 წუთი ხარშეთ. დაუმატეთ ცოტა მარილი და მზად არის.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი