კულინარია

თევზის წვნიანი

№19

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.05, 2023 წელი

თევზის წვნიანი
დაკოპირებულია

გემრიელი თევზის წვნიანი "თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 200 გრამი თევზის ფილე (კალმახი ან ორაგული)

🔸 ცოტა წითელი და ყვითელი ბულგარული წიწაკა

🔸 1 ძირი პრასი

🔸200 მილილიტრი ნაღები

🔸 მწვანილი (ნებისმიერი – თქვენი გემოვნებით)

🔸 ტკბილი, წითელი წიწაკა

🔸 თეთრი პილპილი, მარილი, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ყვითელი და წითელი ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად და მოშუშეთ ზეთში, დაუმატეთ რგოლებად დაჭრილი პრასი და განაგრძეთ მოშუშვა. ქვაბში ჩაასხით წყალი და მოათავსეთ მასში მოზრდილ ნაჭრებად დაჭრილი თევზის ფილე, ისე, რომ წყალი 1 სანტიმეტრ სიმაღლეზე ფარავდეს, მიიყვანეთ ადუღებამდე, უყავით მარილი და ჩაუმატეთ მოშუშული პრასი და ბულგარული. ხარშვისას უყავით ტკბილი წიწაკა, თეთრი პილპილი. წვნიანი რომ მზად იქნება, ჩაუმატეთ ნაღები და ცეცხლიდან მაშინვე გადმოდგით. გადაანაწილეთ თეფშებზე და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი