თევზის სალათა ცხელი სოუსით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.01, 2024 წელი
![თევზის სალათა თევზის სალათა](/files/2024/01/19/9606/tevzis-salata_w_h.jpeg)
გემრიელი თევზის სალათის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 ქილა თინუსი
🔸250 გრამი კარტოფილი
🔸 4 მოხარშული კვერცხი
🔸 50 გრამი სტაფილო
🔸 სალათის ფოთლები
🔸 1 თავი ხახვი, ცოტა თეთრი პილპილი
🔸75 გრამი მაიონეზი
🔸 2 ცალი მჟავე კიტრი
🔸 ცოტა მარილი
🔸 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.
მომზადების წესი 👩🍳
სტაფილო გახეხეთ. თასში მოათავსეთ მოხარშული და დაჭრილი კარტოფილი, მოაყარეთ ხელით დანაწევრებული სალათის ფოთლები, ჩაუმატეთ მოხარშული და დაჭრილი 3 კვერცხი, დაუმატეთ თინუსი, მოაყარეთ თხლად და ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი, შემდეგ – გახეხილი სტაფილო, უყავით ცოტა მარილი. აურიეთ და დაუმატეთ მომცრო კუბიკებად დაჭრილი კიტრი. მოასხით მაიონეზი, მოაყარეთ თეთრი პილპილი, მოასხით ლიმონის წვენიც და აურიეთ. დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და შეათბეთ. გადმოდგით და მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი კვერცხი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან