თევზის სალათა სტაფილოთი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.02, 2022 წელი
გემრიელი თევზის სალათის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 ქილა თევზის კონსერვი ფხების გარეშე
🔸 2 ცალი სტაფილო
🔸 2 კვერცხი, 1 ცალი მჟავე კიტრი
🔸 ცოტა ქინძი, ცოტა მაიონეზი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
მოხარშეთ კვერცხი, გააცივეთ, გაფცქვენით და დაჭერით წვრილად. წვრილად დაჭერით კიტრიც. სტაფილო გარეცხეთ, მოხარშეთ. გათალეთ და გახეხეთ. ძალიან არ ჩახარშოთ. მწვანილი დააქუცმაცეთ. თასში მოათავსეთ თევზი, ჩანგლით კარგად დაანაწევრეთ. მოაყარეთ დანარჩენი ინგრედიენტები. დაამატეთ მაიონეზი, ცოტა მარილი, პილპილი და აურიეთ. სულ ბოლოს მოაყარეთ მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან