თევზის სალათა
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 31.05, 2022 წელი

გემრიელი თევზის სალათის რეცეპტი "თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 ერთი ქილა უფხო შპროტის კონსერვი
🔸 ერთი ცალი კიტრი
🔸 80 გრამი მაგარი ყველი
🔸 2 კვერცხი
🔸 1 კონა ოხრახუში, ცოტა მაიონეზი, შავი პილპილი.
მომზადების წესი 👩🍳
კვერცხი მოხარშეთ, კიტრი გათალეთ და წვრილ ჩხირებად დაჭერით, მსხვილკბილა სახეხზე გახეხეთ მაგარი ყველი. გახეხეთ კვერცხით. შპროტი გასრისეთ ჩანგლით. ოხრახუში გარეცხეთ კარგად, შეაშრეთ და დაჭერით ძალიან წვრილად. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ თასში. მოასხით ცოტა მაიონეზი და აურიეთ. მოაყარეთ მსხვილად დაფქული შავი პილპილი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან