თევზის რულეტი სოკოთი და ყველით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.12, 2023 წელი

საჭირო ინგრედიენტები:
🔸1 კილოგრამი თეთრი თევზის ფილე
🔸 500 გრამი ქამა სოკო
🔸 200 გრამი მაგარი სახეობის ყველი
🔸 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი
🔸 1 შეკვრა სალათის ფურცლები
🔸 1 კონა ოხრახუში
🔸 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
🔸 1 ცალი ლიმონი
🔸 4 თავი ხახვი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
სოკო დაჭერით პატარა ნაჭრებად, ხახვი – წვრილად. მოხრაკეთ სოკო ხახვთან ერთად ზეთში. როცა სოკო დაიბრაწება, დაუმატეთ გახეხილი ყველი და აურიეთ. თევზის ფილეს მოაყარეთ მარილი და პილპილი, გაანაწილეთ ფილეს თითოეულ ნაჭერზე სოკოსა და ყველის მომზადებული გულსართი და გადაახვიეთ რულეტად. დაალაგეთ თევზის რულეტები საცხობ ფორმაზე და შეწვით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში. მორთეთ მზა კერძი სალათის ფოთლებით, ლიმონის ნაჭრებით, დაჭრილი ბულგარული წიწაკითა და ოხრახუშით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან