კულინარია

თევზის ფილე პომიდვრის სოუსში

№41

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.10

თევზის ფილე
დაკოპირებულია

თევზის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 400 გრამი წითელი ან თეთრი თევზის ფილე

🔸 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 2 სადილის კოვზი ფქვილი

🔸 1 ჩაის კოვზი მარილი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი მშრალი ქონდარი

🔸 ამდენივე ესტრაგონი და მაიორანი

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი.

სოუსი: 2 სადილის კოვზი სოიის სოუსი, 1 ჩაის კოვზი სახამებელი, 300 გრამი პომიდორი, 1 სადილის კოვზი ბროწეულის წვენი, 1 სადილის კოვზი ზეთი, 2 კბილი ნიორი, ნახევარი ბულგარული წიწაკა, ნახევარი ჭიქა წყალი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფილე დაჭერით ულუფებად, მოაყარეთ მარილი, მოასხით ლიმონის წვენი და გააჩერეთ 5 წუთი. თეფშზე დაყარეთ ფქვილი, შეურიეთ ხმელი სუნელები, ამოგანგლეთ მასში თევზის ნაჭრები და შებრაწეთ ცხელ ტაფაზე, ზეთში ყველა მხრიდან და ამოალაგეთ თეფშზე.

ტაფაზე დაასხით ზეთი, დაყარეთ მასზე დაჭრილი პომიდორი და აურიეთ რამდენჯერმე, დაუმატეთ სოიის სოუსი და კიდევ აურიეთ. სახამებელი გახსენით ყინულივით ცივ წყალში და ნელ-ნელა ჩაასხით პომიდორში. აურიეთ, რომ შესქელდება, ჩაუმატეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, გასრესილი ნიორი, ბროწეულის წვენი და კარგად აურიეთ.

ცხელ სოუსში ჩაალაგეთ შემწვარი ფილეს ნაჭრები, 5 წუთი გააჩერეთ და მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა