თევზის ფილე ყაბაყით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.09
თევზის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი თევზის ფილე
🔸 500 გრამი ყაბაყი
🔸 6 ძირი მწვანე ხახვი
🔸 100 გრამი ბრინჯი
🔸 3 კბილი ნიორი
🔸 400 გრამი კანგაცლილი და დაჭრილი პომიდორი
🔸 1 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი
🔸 2-3 სადილის კოვზი ზეთი
🔸 200 მილილიტრი წყალი
🔸 მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ხახვი, ყაბაყი და თევზის ფილე კარგად გარეცხეთ, შემდეგ შეაშრეთ, ყაბაყი დაჭერით თხელ ნახევარრგოლებად, 2 კბილი ნიორი გასრისეთ, მწვანე ხახვის თეთრი ნაწილი წვრილად დაჭერით, მწვანე ხახვის ფოჩები და 1 კბილი ნიორი შეინახეთ. თევზის ფილე დაჭერით კუბიკებად და დაბრაწეთ ზეთში, ცხელ ტაფაზე 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოიღეთ თეფშზე. იმავე ტაფაზე კი, ზეთის დაუმატებლად, მოშუშეთ ნიორი და მწვანე ხახვის თეთრი ნაწილი, უყავით ცოტა მარილი და პილპილი, დაუმატეთ ხმელი სუნელი და აურიეთ, მოყარეთ ყაბაყი და ისევ აურიეთ. ცალკე მოხარშეთ ბრინჯი და გადაწურეთ. შემდეგ მოაყარეთ ბოსტნეულს და შუშეთ ერთად. მოასხით წყალი და პომიდორი (შეგიძლიათ, კუბიკის ბულიონიც), კარგად აურიეთ, დააფარეთ თავსახური და შუშეთ საშუალო სიმძლავრის ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოხადეთ თავსახური, მოაყარეთ გასრესილი ნიორი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვის ფოჩები, აურიეთ, მორჩა, მზად არის, მიირთვით თევზთან ერთად, თბილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან