კულინარია

თევზის ფილე არაჟნითა და ბოსტნეულით

№39

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.09

თევზის ფილე
დაკოპირებულია

თევზის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 700 გრამი თევზის ფილე

🔸 200 მილილიტრი წყალი

🔸 1 ცალი დაფნის ფოთოლი

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 1 თავი ხახვი

🔸 200 გრამი არაჟანი

🔸 ზეთი, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხახვი დაჭერით ძალიან პატარა კუბიკებად, სტაფილო გახეხეთ. ზეთში მოშუშეთ ხახვი და სტაფილო. თევზის ფილე დაჭერით ულუფებად, დაალაგეთ მოშუშულ ბოსტნეულს ზემოდან, მოაყარეთ ცოტა მარილი, პილპილი, ფრთხილად დაასხით წყალი, შემდეგ – არაჟანი, ჩააგდეთ მასში დაფნის ფოთოლი, დააფარეთ თავსახური და ძალიან დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში მოამზადეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა