კულინარია

თევზის კატლეტი

№28

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.07

თევზის კატლეტი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 900 გრამი თევზის ფილე

🔸 100 გრამი ხახვი, 1 კბილი ნიორი

🔸 100 გრამი „სალა“

🔸 2 ნაჭერი პური

🔸 100 მილილიტრი რძე

🔸 1 კვერცხი

🔸 ერთი მუჭა საფანელი

🔸 ცოტა მარილი, შავი პილპილი

🔸 1 სადილის კოვზი ზეთი

🔸 პომიდორი, ბულგარული წიწაკა და ყაბაყი – სურვილისამებრ.

მომზადების წესი 👩‍🍳

თევზის ფილე დააქუცმაცეთ. მცირე რაოდენობის ზეთში მოშუშეთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. პურს შემოაცალეთ ქერქი, დაალბეთ რძეში და შეურიეთ „სალა“, უყავით ცოტა მარილი, პილპილი, დაუმატეთ მოშუშული ხახვი და ნიორი, თევზის ფილე და აურიეთ ძალიან კარგად, შეურიეთ კვერცხი და ამ ფარშისგან გააკეთეთ კატლეტები. ამოგანგლეთ საფანელში, შეწვით ზეთში, ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან. მოათავსეთ გამოსაცხობ ტაფაზე, გვერდით მოუწყვეთ ბოსტნეული – პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ყაბაყი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 10 წუთის განმავლობაში. ბოლოს დაალაგეთ სალათის ფოთლებზე და ისე მიირთვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა