თევზის კატლეტები
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.11
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ცალი სკუმბრია (გაყინული ან ახალი)
🔸80 გრამი ჰოლანდიური ან სხვა მაგარი ყველი
🔸 4 სადილის კოვზი კარტოფილის პიურე
🔸 1 კვერცხი
🔸 1 თავი ხახვი
🔸 4 სადილის კოვზი ფქვილი
🔸 4 სადილის კოვზი ზეთი (შეწვისთვის)
🔸 მარილი და პილპილის ნარევი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
თევზი გაწმინდეთ, მოაშორეთ კანი და ფხები, დაჭერით მცირე ნაჭრებად (1,5–2 სანტიმეტრი). ხახვი დაჭერით წვრილად, ყველი გახეხეთ და შეურიეთ თევზს, დაამატეთ კვერცხი, პიურე, მარილი და პილპილი. შექმნილი მასა უნდა იყოს რბილი და ერთგვაროვანი.
თეფშზე მოაყარეთ ფქვილი, კოვზით აიღეთ ნარევი, ამოავლეთ ფქვილში და მიეცით კატლეტების ფორმა. შეწვით საშუალო ცეცხლზე, თითო მხარე – 3–4 წუთი, სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწება. მიირთვით ცხელი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





