კულინარია

თევზის ღვეზელი ფენოვანი ცომით

№18

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.05, 2023 წელი

თევზის ღვეზელი
დაკოპირებულია

თევზის ღვეზელის გემრიელი რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸500 გრამი გაყინული

🔸 ნახევრადფენოვანი ცომი

🔸500 გრამი თევზის ფილე

🔸150 გრამი მაგარი ყველი

🔸150 მილილიტრი ნაღები

🔸100 გრამი სატაცური (სატაცურის შეცვლა შეგიძლიათ მჟავე კიტრით, მწვანე ლობიოთი, მწვანე ბარდით)

🔸ნახევარი კონა ოხრახუში

🔸 მარილი, შავი პილპილი

🔸 2 კვერცხი

🔸 ნახევრი ლიმონი

🔸 100 გრამი კარაქი

🔸 2 სადილის კოვზი ქუნჯუთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

თევზის ფილე დაჭერით, მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაჭრილი მწვანილი, მოასხით ლიმონის წვენი, აურიეთ და გააჩერეთ 30 წუთი. ცალკე თასში ათქვიფეთ ნაღები, კვერცხი, ცოტა მარილი. ყველი გახეხეთ. ცომი გაყავით 5 ან 6 ნაწილად, გააბრტყელეთ ძალიან თხლად, სათითაოდ წაუსვით გამდნარი კარაქი და თან ჩააფინეთ მართკუთხა ფორმაში ისე, რომ ნაპირები გარეთ გადმოეკიდოს, მოათავსეთ მასზე თევზის ნაჭრები, მოაყარეთ გახეხილი ყველი და მოასხით კვერცხის სოუსი. ზემოდან დაალაგეთ გასუფთავებული სატაცური, დააწურეთ სულ ცოტა ლიმონი, გადააფარეთ ცომის გადაფენილი კუთხეები. ზემოდან წაუსვით გამდნარი კარაქი, მოაყარეთ ქუნჯუთი და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, 30 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა