თევზი ნიგვზის სოუსში
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 14.04, 2022 წელი

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ თევზი ნიგვზის სოუსში.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 800 გრამი თევზის ფილე
🔸 200 გრამი ნიგოზი
🔸 2 კბილი ნიორი, 1 კონა ქინძი, მარილი, პილპილი და უცხო სუნელი - გემოვნებით
🔸 ბრიწეულის მარცვლები - მოსართავად, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ნიგოზი და ნიორი ხორცსაკეპში გაატარეთ და დაასხით გადადუღებული წყალი, თან ურიეთ. უნდა მიიღოთ საშუალო სისქის მასა. დაამატეთ სუნელი და დაჭრილი ქინძი.
თევზის ნაჭრები შეწვით ტაფაზე, ზეთში და გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმი შეაშრეს. შემდეგ ჩაალაგეთ ღრმა ჭურჭელში და დაასხით ნიგვზის სოუსი. გააჩერეთ მაცივარში 20-30 წუთი, რათა გემო კარგად გაუჯდეს. მზა კერძი ბროწეულის მარცვლებით მორთეთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან