კულინარია
თევზი ნიგვზის საწებლით
№4
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.02
![სომელიე 1 სომელიე 1](/files/2025/02/06/12437/somelie-1_w_h.jpeg)
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი თევზი
🔸 1,5 ჭიქა გატარებული ნიგოზი
🔸 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 1 პატარა კონა ქინძი
🔸 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
🔸 მწიკვი წითელი წიწაკა
🔸 მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
თევზს მოაყარეთ მარილი და ზეთში შეწვით. შეგიძლიათ, წინასწარ ფქვილში ამოავლოთ და ისე შეწვათ. ნიგოზი, ნიორი, ქინძი, ხახვი და სანელებლები აურიეთ და ანადუღარი, ცივი წყლის თანდათან დამატებით ბლენდერით ათქვიფეთ, ისე, რომ თქვენთვის სასურველი კონსისტენცია მიიღოს. დაასხით შემწვარ თევზს, გააჩერეთ 30 წუთის და შემდეგ მიიტანეთ სუფრაზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან